Thursday, June 11, 2015

თავი 3 (3,3 - 3,4)


3.3 Conditional execution
3.3   პირობითობის ოპერატორები

სასარგებლო პროგრამა რომ დავწეროთ, თითქმის ყოველთვის გვჭირდება შესაძლებლობა, რომ შევამოწმოთ პირობები და  შესაბამისად შევცვალოთ ქცევა. პირობითობის ცნებები  გვაძლევს შესაძლებლობას. ყველაზე მარტივი ფორმაა if "თუ" ბრძანება

if x > 0:
            print 'x is positive'

ლოგიკური გამოსახულება მას მერე რაც გამოიყენება if  ბრძანება, ხდება პირობა. if ბრძანება სრულდება ორწერტილით ( : ) და if ცნების შემდგომი ხაზები არის დაკბილული.

ლოგიკური პირობა მართალი თუა, მაშინ დაკბილული პირობა (print 'x is positive') განხორციელდება. თუ არაა სწორი, მაშინ დაკბილული პირობა არ შესრულდება.

if ბრძანებას აქვს ისეთი სტრუქტურა, როგორც ფუნქციას ან for მარყუჟს. ეს ბრძანება (if) შედგება თავი ხაზისგან(პირველი ხაზი) რომელიც მთავრდება ორწერტილით (:) და შემდეგ მოყვება დაკბილული ბლოკი. ასეთ ბრძანებებს ეძახიან "შედგენილ ბრძანებებს", იმიტომ რომ შედგებიან ერთზე მეტი ხაზისგან.
არ არის ლიმიტი თუ რამდენი ბრძანება უნდა გამოჩდეს კოდში(body,), მაგრამ  უნდა იყოს ერთი მაინც. პერიოდულად სასარგებლოა გვქონდეს კოდის სხეული ბრძანებების გარეშე(როგორც წესი ადგილის დასაკავებლად კოდისთვის, რომელიც ჯერ არ დაგიწერია). ამ შემთხვევაში შეგიძლია გამოიყენო pass ცნება, რომელიც არაფერს აკეთებს.

if x < 0:
      pass # need to handle negative values!

თუ დაწერ If ბრძანებას პითონის ინტერპრეტერში, პრომპტი შეიცვლება 3 შევრონიდან 3 წერტილზე რათა მიგითითოს, რომ ბლოკის შუა ნაწილში ხარ; როგორცაა ნაჩვენები ქვემოთ:

>>> x = 3
>>> if x < 10:
...     print 'Small'
...
Small
>>> 

3.4 ალტერნატიული განხორციელება
3.4 Alternative execution




if ბრძანების მეორე ფორმაა ალტერნატიული განხორციელება, რაც ნიშნავს რომ არის ორი შესაძლებლობა და პირობა საზღვრავს რომელი განხორციელდება. სინტაქსი ასე გამოიყურება :

if x%2 == 0:
      print 'x is even'
else:
      print 'x is odd'

ორზე გაყოფის შემდეგ x - ს ნაშთი თუ ნულია, ესე იგი x არის ლუწი და პროგრამა გამოიტანს შესაბამის მესიჯს. ეს პირობა თუ მცდარია, მაშინ მეორე პირობა განხორციელდება.


პირობა უნდა იყოს მართალი ან მცდარი და აქედან მხოლოდ ერთი განხორციელდება. ალტერნატივებს ეძახიან ტოტებს, იმიტომ რომ განხორციელებათა ნაკადში არიან დატოტილები.( The alternatives are called branches (ტოტები), because they are branches in the flow of execution.  )