Monday, March 30, 2015

თავი 1 (1,5)

1.5 ლაპარაკი Python-თან  ახლა, როცა უკვე ვიცით სიტყვა და მარტივი წინადადება, გვჭირდება ვიცოდეთ როგორ დავიწყოთ ლაპარაკი Python - თან რომ შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა Python - ში.     სანამ Python - თან ილაპარაკებ, მანამდე საჭიროა დააინსტალირო Python პროგრამა შენს კომპიუტერში და შემდეგ ჩართო.  კარგი იქნება მოინახულო გვერდი www.pythonlearn.com სადაც დეტალურადაა ახსნილი თუ როგორ დააინსტალირო პროგრამა მაკზე და ვინდოუსზე. და როცა ტერმინალში ან ბრძანებათა ფანჯარაში დაწერ python - ს,  python -ის მთარგმენელი დიალოგურ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას და გამოჩნდება მსგავსი რამ:


 ეს ნიშანი  >>>  python -ის მთარგმნელში ნიშნავს რომ python მზადაა სალაპარაკოდ. ერთადერთი რაც გჭირდება ისაა, რომ იცოდე როგორ ილაპარაკო python - ის  ენაზე.     მოდი ვთქვათ რომ შენ არ იცი მარტივი წინადადებაც კი python - ის ენაზე. შენ ალბათ მოგინდება ისე გამოიყენო python,  როგორც ფილმებში უცხო პლანეტაზე მოხვედრილი კოსმონავტები ცდილობენ ელაპარაკონ  ადგილობრივებს.



    რაღაც ისე არაა... რამეს სწრაფად თუ არ მოიფიქრებ, პლანეტის ადგილობრივი მაცხოვრებელნი თავის შუბებით მოგკლავენ, შამფურზე წამოგაგებენ, შეგწვავენ და სადილად შეგჭამენ .     საბედნიეროდ ეს წიგნი თან გაქვს წაღებული.  საჩქაროდ გადაშალეთ ამ გვერდზე და სცადეთ კიდე ერთხელ:  
>>> print 'Hello world!' 
Hello world! 

     ეს გამოიყურება ბევრად უკეთ, ამიტომ სცადე ელაპარაკო უფრო მეტი:  
>>> print 'You must be the legendary god that comes from the sky' 
You must be the legendary god that comes from the sky 
>>> print 'We have been waiting for you for a long time' 
We have been waiting for you for a long time 
>>> print 'Our legend says you will be very tasty with mustard' 
Our legend says you will be very tasty with mustard 
>>> print 'We will have a feast tonight unless you say 
File "<stdin>", line 1 
print 'We will have a feast tonight unless you say 
ˆ 
SyntaxError: EOL while scanning string literal 
>>> 

 რა კარგად მიდიოდა ლაპარაკი  სანამ პატარა შეცდომას არ დაუშვებდი და Python - მა უკან დააბრუნა შუბები.         ამ ეტაპზე უნდა გააანალიზო, რომ Python არის საოცრად რთული, ძლიერი და მომთხოვნი იმ სინტაქსში , რომელსაც იყენებ Python - თან სალაპარაკოდ. Python არ არის გონიერი არსება. ეს შენ ელაპარაკები შენს თავს; უბრალოდ იყენებ დამახასიათებელ სინტაქსს.     გარკვეული აზრით, როცა იყენებ სხვის მიერ დაწერილ პროგრამას,  კომუნიკაციაა შენსა და იმ სხვას შორის, ხოლო Python  არის შუამავალი. პროგრამისტისთვის Python  არის გზა გამოხატოს თუ როგორი ლაპარაკია ნავარაუდები.     სანამ Python - თან ჩვენს პირველ საუბარს მოვრჩებოდეთ, შენ ალბათ უნდა იცოდე გამართულად როგორ თქვა "ნახვამდის"..  
>>> good-bye 
Traceback (most recent call last): 
File "<stdin>", line 1, in <module> 
NameError: name 'good' is not defined 
>>> if you don't mind, I need to leave 
File "<stdin>", line 1 
if you don't mind, I need to leave 
ˆ 
SyntaxError: invalid syntax 
>>> quit() 

     შეატყობდი რომ შეცდომა განსხვავებულია პირველ ორ მცდელობაში. მეორე შეცდომა განსხვავებულია , იმიტომ რო "if" არის განსაზღვრული სიტყვა (გს) და Python - მა რომ დაინახა (გს) , იფიქრა, რომ ვაპირებდით რაღაცის თქმას მაგრამ მერე შემთხვევით სინტაქსი შეგვეშალა.  სწორად რომ ვთქვათ "ნახვამდის' საჭიროა შევრონ  >>> პრომპტში დავწეროთ quit()

Thursday, March 12, 2015

თავი 1 (1,3 -1,4)

1.3 პროგრამირების გაგება
 
წიგნის დანარჩენ ნაწილში ჩვენ ვეცდებით გავზარდოთ თქვენი ცოდნა პროგრამირების ხელოვნებაში. ბოლოს შენ იქნები პროგრამისტი , სავარაუდოდ არაპროფესიონალი, მაგრამ იმდენი ცოდნით მაინც,  რომ გაარჩიო მონაცემები/ინფორმაცია, გააანალიზო პრობლემა და დაწერო პროგრამა ამ პრობლემის გადასაჭრელად.  
  • პირველი, საჭიროა იცოდე პროგრამირების ენა (Python) - გქონდეს სიტყვათა მარაგი, იცოდე გრამატიკა. უნდა შეგეძლოს "წინადადების" გამართულად დაწერა ახალ ენაზე. 
  • მეორე, უნდა შეგეძლოს "მოყვე ისტორია".  ისტორიის დაწერისას აერთიანებ სიტყვებს და წინადადებებს რომ მკითხველამდე იდეა მიიტანო. ისტორიის ლამაზად დაწერას ცოდნა უნდა. პროგრამირებაში პროგრამაა ჩვენი "ისტორია" და პრობლემა რომლის გადაჭრასაც ცდილობთ - "იდეა". 
რაკი ისწავლი ისეთ პროგრამირების ენას , როგორიცაა Python, ნახავ რომ სხვა ენების ( JavaScript, C++. ) სწავლა გაგიადვილდება. ახალი პროგრამირების ენა ძალიან განხვავდება როგორც გრამატიკულად ისე სიტყვიერად, მაგრამ მთავარია ერთხელ  ისწავლო პრობლემის გადაჭრა და შემდეგ პრობლემები ყველა მსგავსია სხვა ენებშიც. 
Python -ში "სიტყვებს" და "წინადადებებს' ადვილად ისწავლი.  უფრო მეტ დროს წაიღებს დაწერო დალაგებული პროგრამა. ჩვენ ვასწავლით პროგრამირებას ისე, როგორც ასწავლიან წერას. ჩვენ ვიწყებთ პროგრამის კითხვას, გარჩევას და შემდეგ ვწერთ მარტივ პროგრამას, შემდეგ და შემდეგ - უფრო და უფრო  რთულ პროგრამას. დროთა განმავლობაში დაიწყებ მიხვედრას როგორ დაწერო პროგრამა შენი პრობლემის გადასაჭრელად, და როგორც კი დაიწყებ მიხვედრას, პროგრამირება გახდება  სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესი. ჩვენ ვიწყებთ Python - ის  სიტყვებით და სტრუქტურით. იყავი მომთმენი.

1.4 სიტყვები და წინადადებები
 
ადამიანური ენისგან განსხვავებით Python-ის სიტყვათა მარაგი ძალიან პატარაა.  ამ "სიტყვათა მარაგს" ვეძახით "განსაზღვრულ სიტყვებს". Python - ში ამ სიტყვებს აქვს განსაზღვრული მნიშვნელობა . როცა Python ხედავს ამ სიტყვებს 
Python პროგრამაში, მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მნიშვნელობა. მოგვიანებით,
როცა დაწერ საკუთარ პროგრამას , გააკეთებ შენს სიტყვებს რომელსაც ექნება მნიშვნელობა და დაუძახებ ცვლადებს.შენ გექნება ფართო არჩევანი რომ შეურჩიო 
 სახელები შენს ცვლადებს, მაგრამ არ შეგეძლება გამოიყენო Python - ის "განსაზღვრული სიტყვები" ცვლადებად. როცა ძაღლს ვწვრთნით, ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ სიტყვებს , როგორიცაა : ადექი, დაჯექი, მოიტანე. ასევე, როცა ველაპარაკებით ძაღლს და არ ვიყენებთ "განსაზღვრულ სიტყვებს" , ის უბრალოდ გვიყურებს უცნაური გამომეტყველებით , სანამ არ გამოვიყენებთ "განსაზღვრულ სიტყვას". მაგალითად:  თუ ვიტყვით " მე ვისურვებდი მეტი ადამიანი სეირნობდეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად" , ძაღლი რასაც გაიგებს იქნება " ბლა ბლა სეირნობა ბლა ბლა ბლა". ასე იმიტომ მოხდება, რომ "სეირნობა " ძაღლისთვის არის "განსაზღვრული სიტყვა". ბევრმა შეიძლება თქვას რომ მსგავსი სიტყვები კატებისთვის უსარგებლოა ( http://xkcd.com/231/ ). 
ენა რომეზეც უნდა ველაპარაკოთ Python-ს , შეიცავს შემდეგ სიტყვებს:

ძაღლისგან განსხვავებით Python ბოლომდე გაწვრთნილია. რამდენჯერაც ეტყვი "try",
 ის ყოველ ჯერზე გააკეთებს "try-ს" შეცდომის გარეშე.მომავალში ჩვენ ვისწავლით ამ "განსაზღვრულ სიტყვებს" და მათ გამოყენებას. Python-სთვის ყველაზე სასიამოვნო სათქმელია
    
print 'Hello world!'  
 
და აი ჩვენ უკვე დავწერეთ ჩვენი პირველი  სინტაქსურად  გამართული წინადადება Python-ში. ჩვენი წინადადება იწყება "განსაზღვრული სიტყვით" print რომელსაც მოსდევს  ჩვენი შერჩეული სტრინგი, რომელიც ჩასმულია ბრჭყალებში.