Friday, June 5, 2015

თავი 2 (2,1 - 2,2)



თავი 2

ცვლადები, გამოსახულებები და ბრძანებები

2.1 მნიშვნელობები და ტიპები

მნიშვნელობა( value ) ერთ-ერთი მთავარი რამეა რაზეც პროგრამა მუშაობს; როგორიც ასო ან ციფრი. აქამდე ვნახეთ ორნაირი მნიშვნელობა : 1, 2  და 'Hello, World!'. მნიშვნელობებს აქვს სხვა და სხვა ტიპი 1, 2  არის მთელი რიცხვი ხოლო  'Hello, World!'.  - სტრინგი(რიგი) - ასე იმიტომ ჰქვია, რომ შეიცავს ასოთა რიგს.   შენ (და ინტერპრეტერს )  შეგიძლია ადვილად მიხვდე რომელია სტრინგი იმიტომ, რომ სტრინგი ჩასმულია ბრჭყალებში.
            print ბრძანებას მთელ რიცხვებთანაც ვიყნებთ. python  ბრძანებით ვრთავთ ინტერპრეტერს(მთარგმნელს).

python
>>> print 4
4

დარწმუნებული თუ არ ხარ მნიშვნელობა რა ტიპისაა, მთარგმნელს შეუძლია გითხრას.

>>> type('Hello, World!')
<type 'str'>
>>> type(17)
<type 'int'>

არანაირი სიურპრიზი. სტრინგია - str და მთელი რიცხვი int. წილადის ნიშნიან რიცხვებს ჰქვია  წილადი (float).

>>> type(3.2)
<type 'float'>

'17' და '3.2' ციფრებია, მაგრამ ჩასმულია ბრჭყალებში - როგორც სტრინგი, ამიტომ სტრინგებია.

>>> type('17')
<type 'str'>
>>> type('3.2')
<type 'str'>

როცა პითონში წერ დიდ რიცხვს შეიძლება მოგინდეს მძიმის გამოყენება 3 - 3 ციფრს შორის, როგორც 1,000,000.  პითონში ასე წერა სხვა რამეს ნიშნავს...

>>> print 1,000,000
1 0 0

პითონის მთარგმნელი ხედავს როგორც მძიმით გამოყოფილ მთელი რიცხვების რიგს, რომელსაც ბეჭდავს ადგილის გამოტოვებით.
ესაა პირველი მაგალითი სემანტიკური შეცდომის. კოდი მუშაობს ხარვეზის გარეშე , მაგრამ არ მუშაობს სწორად.


2.2 ცვლადები

პროგრამირების ამ ენის ერთ - ერთი ყველაზე ძლიერი თვისებაა ცვლადებით მანიპულირების უნარი. ცვლადი(variable) არის სახელი რომელიც წარმოადგენს მნიშვნელობას(value).
ტოლობის ნიშანი აკეთებს ახალ ცვლადს და აძლევს მნიშვნელობას:

>>> message = 'And now for something completely different'
>>> n = 17
>>> pi = 3.1415926535897931

ამ მაგალითში სამი ტოლობაა. პირველ მაგალითში სტრინგი ეძლევა ახლ ცვლადს სახელად message; მეორეში მთელი რიცხვი - ცვლად n - ს და მესამეში დაახლოვებითი მნიშვნელობა პი-სა   pi - ს.
ცვლადების მნიშვნელობის სანახავად შეგიძლია გამოიყენო print ბრძანება:

>>> print n
17
>>> print pi
3.14159265359

ცვლადის ტიპი (type )  არის მნიშვნელობის ტიპიც.

>>> type(message)
<type 'str'>
>>> type(n)
<type 'int'>
>>> type(pi)
<type 'float'>