Friday, June 5, 2015

თავი 2 (2,13 - 2,15)



2.13 გამართვა

ყველაზე მეტჯერ სინტაქსურ შეცდომას დაუშვებ ცვლადის  არასწორი სახელი გამო, როგორიცაა class და yield, რაცაა განსაზღვრული სიტყვები; ან odd˜job და  US$, რაც შეიცავს არასწორ სიმბოლოებს.
ცვლადის სახელში ადგილს თუ გამოტოვებ, პითონი იფიქრებს რო ესაა ორი ოპერანდი ოპერატორის გარეშე.

>>> bad name = 5
SyntaxError: invalid syntax

სინტაქსური შეცდომის დროს შეცდომის მესიჯი დიდად არ გვეხმარება. ყველაზე გავრცელებული მესიჯებია : SyntaxError: invalid syntax და  SyntaxError: invalid
token . არცერთი არააა საკმარისად ინფორმატიული.
ყველაზე მეტ შეცდომას წერის  დროს ვუშვებთ, როცა ვცდილობთ გამოვიყენოთ ცვლადი მანამ, სანამ მას შევქმნით. ან თუ  არასწორად დაწერთ არსებულ ცვლადის სახელს:

>>> principal = 327.68
>>> interest = principle * rate
NameError: name 'principle' is not defined

ცვლადების სახელები საკმაოდ სენსიტიურია , ასე რომ LaTeX არაა იგივე რაც  latex.
სემანტიკური შეცდომის ყველაზე ხშირი მიზეზია ოპერაციების რიგი. მაგალითად გამოთვალე  1 / 2π . ალბათ წაგძლევს ცდუნება რომ დაწერო

>>> 1.0 / 2.0 * pi

მაგრამ გაყოფა ხდება პირველად და შენ ალბათ მიიღებ  π / 2 , რაც არ არის იგივე . არ არსებობს გზა რომლითაც პითონს აცნობებ თუ რას გულისხმობდი შენს ნაწერში, ამიტომ ამ შემთხვევაში შენ არ მიიღებდი შეცდომის მესიჯს, უბრალოდ მიიღებდი არასწორ პასუხს.

2.14 ლექსიკონი


concatenate: To join two operands end-to-end.
comment: ინფორმაცია პროგრამაში, რომელიც დაწერილია სხვა პროგრამისტისთვის (ან ნებისმიერისთვის ვინ კითხულობს კოდს) და არ ახდენს ზეგავლენას პროგრამაზე. (კომენტარი)
evaluate: ოპერაციების შესრულებით გამოსახულების გამარტივება, რათა მიიღო ერთი მნიშვნელობა. (დათვლა)
expression: კომბინაცია ცვლადების, ოპერატორების და მნიშვნელობების რათა, ასახოს მნიშვნელობა. (გამოსახულება)
floating-point: ტიპი, რომელიც ასახულია ციფრებში წილადით. (წილადი)
floor division: ოპერაცია, რომელიც ყოფს ორ ციფრს და აშორებს წილადს. (მთელი გაყოფა)
integer: ტიპი, რომელიც წარმოადგენს მთელს რიცხვს.
keyword: "გს", რომელიც გამოყენებულია კომპილატორის მიერ, რათა შეამოწმოს პროგრამა. შენ არ შეგიძლია გამოიყენო if, def, და  while როგორც ცვლადის სახელები.
mnemonic: მეხსიერების დამხმარე. ხშირად ცვლადს ვაძლევთ მენომონიკურ სახელს რათა ადვილად გავიხსენოთ თუ რა შევინახეთ ცვლადში.
modulus operator:  ოპერატორი, რომელიც აღინიშნება პროცენტის ნიშნით (%), რომელიც მუშაობს მთელ რიცხვებზე და აწარმოებს ნაშთს, როცა ერთი ციფრი იყოფა მეორეზე.
operand: ერთ - ერთი მნიშვნელობა, რაზეც ოპერატორი ოპერირებს.
operator: სპეციალური სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს მარტივ დათვლებს, როგორიცაა მიმატება, გამრავლება, სტრინგების შეერთება.
rules of precedence:  თანრიგის მმართველი წესი, რომელიც გამოსახულებაში მართავს თუ რომელი ოპერაცია უნდა შესრულდეს.
statement: კოდის მონაკვეთი, რომელიც გამოსახავს ბრძანებას ან მოქმედებას. ჯერჯერობით წესები რომელიც ვნახეთ არის გატოლების და დაბეჭდვის.
string: ტიპი, რომელიც წარმოადგენს ასოების რიგს.
type: მნიშვნელობის კატეგორია. ტიპები რომელიც აქამდე ვნახეთ არის მთელი რიცხვი(type int), წილადი (type float)  და სტრინგი(type str). int (), float (),  str ()
value:  მონაცემის ერთ - ერთი ძირითადი ერთეული, როგორიცაა ციფრი ან სტრინგი, რომლითაც პროგრამა მანიპულირებს. (მნიშვნელობა)
variable: სახელი, რომლითაც მიმართავ მნიშვნელობას.


2.15 სავარჯიშოები

სავარჯიშო 2.2 დაწერე პროგრამა, რომელიც პრომპტში იყენებს raw_input რათა მომხმარებელმა დაწეროს თავის სახელი, რომ მერე მიესალმო.

Enter your name: Chuck
Hello Chuck

სავარჯიშო 2.3 დაწერე პროგრამა სადაც მომხმარებელი შეიყვანს დროს და განაკვეთს, რათა გამოითვალო საერთო ანაზღაურება.

Enter Hours: 35
Enter Rate: 2.75
Pay: 96.25

ასეთი სიზუსტით დაანგარიშებული ხელფასი თუ არ მოგწონს, შეგიძლია გამოიყენო პითონში ჩაშენებული ფუნქცია round და ხელფასი დაამრგვალო.



სავარჯიშო 2.4 დავუშვათ, რომ დავწერეთ შემდეგი ტოლობა:

width = 17
height = 12.0

თითოეული გამოსახულებისთვის დაწერე მნიშვნელობა და მნიშვნელობის ტიპი.

1. width/2
2. width/2.0
3. height/3
4. 1 + 2 * 5

გამოიყენე პითონის მთარგმნელი პასუხების შესამოწმებლად

სავარჯიშო 2.5 დაწერე პროგრამა, რომლითაც მომხმარებელი ცელსიუს გადააკონვერტებს ფარენჰეიტში და შედეგს გამოიტანს ეკრანზე.