Monday, July 13, 2015

თავი 8 (8,6 - 8,7)



8.6 სიის მეთოდები

პითონი უზრუნველყოფილია მეთოდებით, რომელიც მოქმედებს სიებზე, მაგალითად append ამატებს ახალ ელემენტს სიის ბოლოში:

>>> t = ['a', 'b', 'c']
>>> t.append('d')
>>> print t
['a', 'b', 'c', 'd']

extend იღებს სიას, როგორც არგუმენტი და ამატებს ყველა ელემენტს:

>>> t1 = ['a', 'b', 'c']
>>> t2 = ['d', 'e']
>>> t1.extend(t2)
>>> print t1
['a', 'b', 'c', 'd', 'e']

ამ მაგალითში t2 რჩება უცვლელი. sort ალაგებს სიის ელემენტებს ზრდადობის მიხედვით:

>>> t = ['d', 'c', 'e', 'b', 'a']
>>> t.sort()
>>> print t
['a', 'b', 'c', 'd', 'e']

სიის მეთოდების უმეტესობა გაბათილებულია(void). სიას ცვლიან და აბრუნებენ None - ს. შემთხვევით თუ დაწერ t = t.sort(), შედეგით იმედგაცრუებული დარჩები.

8.7 ელემენტების წაშლა

სიაში ელემენტების წასაშლელად არსებობს რამდენიმე გზა. ელემენტის ინდექსი თუ იცი შეგიძლია გამოიყენო pop :


>>> t = ['a', 'b', 'c']
>>> x = t.pop(1)
>>> print t
['a', 'c']
>>> print x
b

pop ცვლის სიას და აბრუნებს ელემენტს რომელიც წაიშალა. ინდექსის გარეშე წაშლის ბოლო ელემენტს. წაშლილი მნიშვნელობა თუ არ გინდა, შეგიძლია გამოიყენო del ოპერატორი:

>>> t = ['a', 'b', 'c']
>>> del t[1]
>>> print t
['a', 'c']

თუ იცი რომელი ელემენტის წაშლა გინდა, მაგრამ არ იცი ინდექსი შეგიძლია გამოიყენო remove:

>>> t = ['a', 'b', 'c']
>>> t.remove('b')
>>> print t
['a', 'c']

remove - ის დასაბრუნებელი მნიშვნელობაა None.
ერთზე მეტი ელემენტის წასაშლელად გამოიყენე del, რომელიც ჭრის ინდექსს:

>>> t = ['a', 'b', 'c', 'd', 'e', 'f']
>>> del t[1:5]
>>> print t
['a', 'f']

როგორც წესი დაჭრა მონიშნავს ყველა ელემენტს, მეორე ინდექსის ელემენტის გარდა.

No comments:

Post a Comment