Wednesday, July 15, 2015

თავი 8 (8,15 - 8,16)



8.15 ლექსიკონი


aliasing: ვითარება, როცა ორი ან მეტი ცვლადი წარმოადგენს ერთ ობიექტს.
delimiter: სიმბოლო ან სტრინგი, რომლითაც განისაზღვრება თუ საიდან უნდა გაიყოს სტრინგი.
element: სიაში (ან სხვა თანიგში) ერთ-ერთი მნიშვნელობა. ასევე ეძახიან item - ს.
equivalent: აქვთ ერთი და იგივე მნიშვნელობა.
index: მთელრიცხვა მნიშვნელობა, რომელიც სიაში მიუთითებს ელემენტზე.
identical: ერთი და იგივე ობიექტად ყოფნა (რაც გულისხმობს ტოლფასოვნებას).
list: მნიშვნელობათა რიგი.
list traversal: სიაში ყოველ ელემენტზე თანმიმდევრული წვდომა.
nested list: სია რომელიც ელემენტია სხვა სიისა.
object: რაღაც, რასაც ცვლადი წარმოადგენს, ობიექტს აქვს ტიპი და მნიშვნელობა.
reference: კავშირი ცვლადსა და მის მნიშვნელობას შორის. 

8.16 სავარჯიშოები


სავარჯიშო 8.4 გადაიწერე ფაილის ასლი www.py4inf.com/code/romeo.txt

დაწერე პროგრამა, რომელიც გახსნის ფაილს romeo.txt და წაიკითხავს ხაზებად. split ფუნქციის გამოყენებით ყოველი ხაზი დაყოს სიტყვების სიად.
ყოველი სიტყვა შეამოწმოს არის თუ არა სიაში და თუ არაა, მაშინ დაამატოს.
როცა პროგრამა მორჩება, სიტყვები ამობეჭდოს ანბანის მიხედვით:

Enter file: romeo.txt
['Arise', 'But', 'It', 'Juliet', 'Who', 'already',
'and', 'breaks', 'east', 'envious', 'fair', 'grief',
'is', 'kill', 'light', 'moon', 'pale', 'sick', 'soft',
'sun', 'the', 'through', 'what', 'window',
'with', 'yonder']

სავარჯიშო 8.5 დაწერე პროგრამა, რომელიც წაიკითხავს მეილის მონაცემებს და როცა იპოვნის სიტყვას, რომელიც იწყება "From - ით, split ფუნქციის  გამოყენებით ხაზი დაყავი სიტყვებად. ჩვენ გვაინტერესებს თუ ვინ გამოგზავნა წერილი, რაც მითითებულია ამავე ხაზის მეორე სიტყვაში.

From stephen.marquard@uct.ac.za Sat Jan 5 09:14:16 2008

გაარჩიე ეს ხაზი და ამობეჭდე ყოველი ხაზიდან მეორე სიტყვა და ბოლოს დათვალე ასეთი ხაზების რაოდენობა.
ესაა ამონაბეჭდის კარგი ნიმუში.(რამდენიმე ხაზი წაშლილია)

python fromcount.py
Enter a file name: mbox-short.txt
stephen.marquard@uct.ac.za
louis@media.berkeley.edu
zqian@umich.edu

[...some output removed...]

ray@media.berkeley.edu
cwen@iupui.edu
cwen@iupui.edu
cwen@iupui.edu
There were 27 lines in the file with From as the first word

სავარჯიშო 8.6 გადაწერე პროგრამა, რომელიც მომხმარებელს ეკითხებოდა ციფრების სიას და პროგრამის ბოლოს, როცა მომხმარებელი და წერდა “done” - ს ბეჭდავდა ციფრებიდან უდიდესს და უმცირესს. დაწერე პროგრამა, რომ მომხმარებლის მიერ შეტანილი ციფრები შეინახოს სიაში, გამოიყენე max() და min() ფუნქციები, რომ მარყუჟის ბოლოს გამოთვალოს უმცირესი და უდიდესი ციფრები.

Enter a number: 6
Enter a number: 2
Enter a number: 9
Enter a number: 3
Enter a number: 5
Enter a number: done
Maximum: 9.0
Minimum: 2.0

No comments:

Post a Comment